Accessibility links

logo-print

არიზონაში ტუსონში დაღუპულთა ხსოვნის ცერემონიალი გაიმართა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის მოქალაქეებს ერთმანეთის მიმართ მეტი კეთილგანწყობის გამოხატვისა და 8 იანვარს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ობამამ ოთხშაბათს მონაწილეობა მიიღო ცერემონიალში, რომელიც არიზონის უნივერსიტეტში გაიმართა და გასულ შაბათს არიზონის ქალაქ ტუსონში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. კონგრესის წევრი გაბრიელ გიფორდსი საავადმყოფოში რჩება. ექიმები ოპტიმისტურად არიან განწყობილი მისი გადარჩენის მიმართ, თუმცა, არ არიან დარწმუნებული, რომ ის სრულად შეძლებს გამოჯანმრთელებას.
XS
SM
MD
LG