Accessibility links

logo-print

სააკაშვილი ბეინერს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერს შეხვდა. ჯონ ბეინერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სახელმწიფოს პირველი მეთაური, ვისაც ბეინერი სპიკერის რანგში შეხვდა. მათ ჰქონდათ ”კონსტრუქტიული დიალოგი საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე”. ბეინერმა შეაქო საქართველო აშშ-ს მხარდაჭერის გამო ანტიტერორისტულ ოპერაციებში და თანაგრძნობა გამოხატა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.
XS
SM
MD
LG