Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები აზერბაიჯანს ეწვევიან


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, გიუნტერ ოტინგერი აზერბაიჯანს ეწვევიან, ევროკავშირში ბუნებრივი გაზის იმპორტზე მოსალაპარაკებლად. ევროკავშირი მხარს უჭერს თურქეთზე გამავალი სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას, პირველ რიგში გაზსადენ „ნაბუკოს“ პროექტის განხორციელებას. ამ მარშრუტით დასავლეთს ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს რუსეთისთვის გვერდის ავლით. როგორც იუწყებიან, აზერბაიჯანმა შესაძლოა, მომდევნო თვეებში მიიღოს გადაწყვეტილება შაჰ დენიზის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ კონტრაქტებთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაცია თურქმენეთს ეწვევა, ევროპაში თურქმენული გაზის ექსპორტზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG