Accessibility links

logo-print

ჯიმი კარტერი: სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი შედგა


აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა, რომელიც სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს მეთვალყურეობს, დღეს განაცხადა, რომ შესრულდა რეფერენდუმის ჩატარებულად გამოსაცხადებლად აუცილებელი პირობა - კენჭისყრაში ელექტორატის, სულ ცოტა, 60 პროცენტის მონაწილეობა. კარტერი გამოთქვამს ასევე შეფასებას, რომ კენჭისყრა ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო მისიას ერთკვირიან რეფერენდუმზე, რომელიც კვირას დაიწყო. ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, რეფერენდუმს მოჰყვება სამხრეთ სუდანის გამოყოფა ჩრდილოეთისაგან. რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებდა 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოლო მოუღო მრავალწლიან სამოქალაქო ომს უმეტესწილად მუსულმანურ ჩრდილოეთს და ქრისტიანებით და ტრადიციული რელიგიების მიმდევრებით დასახლებულ სამხრეთს შორის.
XS
SM
MD
LG