Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ირანში დიპლომატების მიწვევა ვერ შეცვლის ექსპერტების მუშაობას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ინიციატივა, უცხოელი დიპლომატების მიერ მისი ბირთვული ობიექტების დათვალიერების შესახებ, განხილვის ღირსია, თუმცა ვერ შეცვლის ობიექტების შემოწმებას უცხოელი ექსპერტების მიერ, ან საერთაშორისო მოლაპარაკებას ბირთვულ პროგრამაზე. ირანმა რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე უნგრეთი მიიწვია მისი ბირთვული ობიექტების დასათვალიერებლად. მიწვეულებს შორის არ იყვნენ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილე რამდენიმე ქვეყნის - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის - წარმომადგენლები. ევროკავშირმა უკვე მიანიშნა, რომ არ აპირებს ირანში წარმომადგენლების გაგზავნას. ჩინეთმა დღეს განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, არც ის გააგზავნის დელეგაციას. ირანს შეზღუდული აქვს მისი ბირთვული ობიექტების შემოწმება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მიერ. მის ბირთვულ პროგრამაზე მორიგი საერთაშორისო მოლაპარაკება 21 იანვარს იწყება სტამბულში, ირანთან ერთად ექვსი სახელმწიფოს, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG