Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

153-მილიონიანი საკრედიტო ტრანში საქართველოს ამ ეტაპზე არ სჭირდება


საქართველოს ამ ეტაპზე არ სჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემული ახალი, 153-მილიონიანი საკრედიტო ტრანში, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისივე თქმით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ მოიწონა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, გასული წლის შედეგები და 2011 წლის ბიუჯეტი. პრემიერის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ტრანშის გამოყენება საქართველოს ნებისმიერ დროს შეუძლია.
XS
SM
MD
LG