Accessibility links

logo-print

სოხუმში მოქმედი კომისიის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს ოფიციალურად გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა საკუთრების კანონიერების დამდგენი კომისია არ განიხილავს რუსეთის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების განცხადებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისა და სოხუმში რუსეთის ელჩის თავმჯდომარეობით მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ რუსეთი მისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. სამინისტროს განცხადებით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსა და ეთნიკური ქართველების მიმართ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და სხვა არაფერია, თუ არა ეთნიკური ნიშნით დევნა. ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი კომისიის გადაწყვეტილებას ეთნოფაშიზმი უწოდა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის განცხადებით, საქართველოს დეოკუპაცია გარდაუვალია.
XS
SM
MD
LG