Accessibility links

"ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების შესახებ


ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში „თავისუფლებს მსოფლიოში 2011“. მასში ნათქვამია, რომ ვითარება თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში 2010 წელს ზედიზედ მეხუთე წელი გაუარესდა. ანგარიშში ასახული ვითარება 194 ქვეყანაში და 14 ტერიტორიაზე, ნათქვამია, რომ ჩინეთში, ეგვიპტეში, ირანში, ვენესუელასა და რუსეთში რეპრესიული ზომები გაძლიერდა. თავისუფლების ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე რეგიონებად სახელდება ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა. საქართველომ, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა, ამასთან აღირიცხა დადებითი ტენდენცია. "ფრიდომ ჰაუსის" სამეცნიერო განყოფილების დირექტორის, კრისტოფერ უოკერის განცხადებით: „საქართველოში გარკვეული გაუმჯობესებები იყო - ნაწილობრივ, მანამდე არსებული ვითარების აღდგენა სფეროებში, რომლებშიც მნიშვნელოვანი გაუარესება შევნიშნეთ 2008 წლის საშინაო-პოლიტიკური დაპირისპირების, სამხედრო კონფლიქტისა და რუსეთის ინტერვენციის დროს“. ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ 87-დან 85-მდე შემცირდა "თავისუფლის" სტატუსის მქონე ქვეყნების რიცხვი - ეს სტატუსი დაკარგეს უკრაინამ და მექსიკამ.
XS
SM
MD
LG