Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენი ერაყის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რომელიც მან დღეს ბაღდადში, ერაყის ლიდერებთან შეხვედრისას გააკეთა, შეერთებულ შტატებს მარტო ის სურს, რომ ერაყი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. ბაიდენი, რომელიც მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ერაყს, პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისა და პრეზიდენტ ჯალალ ტალაბანის შეხვდა. საქმე ეხება შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის პირველ ვიზიტს ერაყში მას შემდეგ, რაც გასულ თვეში იქ ახალი მთავრობა დაამტკიცეს, რამდენიმე თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. ერაყში შარშანდელი მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ ახერხებდნენ კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმებას. ვიზიტის ფონია ასევე შეერთებული შტატების მზადება ერაყიდან თავისი ჯარების წლის ბოლომდე გასაყვანად. ბაიდენი ერაყში ჩავიდა ავღანეთსა და პაკისტანში ვიზიტების შემდეგ.
XS
SM
MD
LG