Accessibility links

logo-print

ტუნისში შეტაკებებს მორიგი მსხვერპლი მოჰყვა


წუხანდელი შეტაკებებისას ტუნისის დედაქალაქში, პოლიციამ იარაღი იმხარა დემონსტრანტების წინაამღდეგ, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი პირი დაიღუპა და ერთი დაშავდა. უნივერსიტეტის მასწავლებლებმა ცალკე გამოსვლა მოაწყვეს და გაჰყვიროდნენ ლოზუნგს „დიქტატურის "წინააღმდეგ. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები საერთაშორისო ფედერაციის“ ცნობით, ტუნისში საპროტესტო აქციის რვა მონაწილე დაიღუპა, საგანგებო დანიშნულების ძალებთან შეტაკებისას. შეტაკება მოჰყვა კომენდანტის საათის დარღვევას. ტუნისის დედაქალაქში ჯარისკაცები განთავსდნენ, რათა უზრუნველყონ წესრიგი ქვეყანაში, რომელსაც ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური არეულობა მოედო. უფლებადამცავი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შეტაკებაში რვა ადამიანის დაღუპვის შედეგად, 66-მდე გაიზარდა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დახოცილების რიცხვი. მთავრობა 21 დაღუპულზე იუწყება. ტუნისის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების მიზეზად სახელდება უმუშევრობით, სიღარიბითა და კორუფციით გამოწვეული უკმაყოფილება. გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნავი პილაიმ ტუნისის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს „გადამეტებული ძალის“ ხმარება.
XS
SM
MD
LG