Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეს


აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლითაც აზერბაიჯანმა ივალდებულა „მნიშვნელოვანი“ მოცულობის გაზის ექსპორტი ევროპაში. საქმე ეხება გრძელვადიან კონტრაქტს, რომელსაც ბაქოში მოაწერეს ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილობით აზერბაიჯანმა პირველად ივალდებულა გაზის ექსპორტი ევროპაში. დეკლარაციის თანახმად, აზერბაიჯანი „საკმარის“ გაზს გამოჰყოფს ე.წ. სამხრეთის დერეფნისთვის, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე გაზსადენის გაყვანას ბუნებრივი აირის კასპიის ზღვიდან ევროპისთვის მისაწოდებლად, რუსეთისთვის გვერდის ავლით. აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის დელეგაცია თურქმენეთში გაემგზავრება გაზით მომარაგებაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG