Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის პრეზიდენტმა პოლიციას უბრძანა, არ იხმაროს იარაღი ხალხის მიმართ


ტუნისის პრეზიდენტმა, ზინე ელ აბედინ ბენ ალიმ განაცხადა, რომ ის არ შეეცდება პრეზიდენტის სავარძელზე დარჩეს 2014 წლის შემდეგაც ახალი ვადით. ეს მან განაცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. მანვე პოლიციას უბრძანა, არ იხმაროს იარაღი პროტესტის მონაწილეთა მიმართ. ბენ ალიმ, რომელიც პრეზიდენტია უკვე 23 წელიწადი, დაპირება მისცა ხალხს, რომ გააიაფებს შაქარს, რძეს და პურს. ეს განცხადებები მოჰყვა გამოსვლებს ამ ქვეანაში.
წუხანდელი შეტაკებებისას ტუნისის დედაქალაქში, პოლიციამ იარაღი იმხარა დემონსტრანტების წინაამღდეგ, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი პირი დაიღუპა და ერთი დაშავდა. უნივერსიტეტის მასწავლებლებმა ცალკე გამოსვლა მოაწყვეს და გაჰყვიროდნენ ლოზუნგს „დიქტატურის "წინააღმდეგ. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებები საერთაშორისო ფედერაციის“ ცნობით, ტუნისში საპროტესტო აქციის რვა მონაწილე დაიღუპა, საგანგებო დანიშნულების ძალებთან შეტაკებისას. შეტაკება მოჰყვა კომენდანტის საათის დარღვევას. ტუნისის დედაქალაქში ჯარისკაცები განთავსდნენ, რათა უზრუნველყონ წესრიგი ქვეყანაში, რომელსაც ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური არეულობა მოედო. უფლებადამცავი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შეტაკებაში რვა ადამიანის დაღუპვის შედეგად, 66-მდე გაიზარდა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დახოცილების რიცხვი. მთავრობა 21 დაღუპულზე იუწყება. ტუნისის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების მიზეზად სახელდება უმუშევრობით, სიღარიბითა და კორუფციით გამოწვეული უკმაყოფილება. გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნავი პილაიმ ტუნისის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს „გადამეტებული ძალის“ ხმარება.
XS
SM
MD
LG