Accessibility links

ყაზახეთის პარლამენტმა პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობა მისცა


ყაზახეთის პარლამენტმა დღეს მოიწონა შესწორებები კანონმდებლობაში, რომელიც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს უფლებამოსილებას 2020 წლამდე გაუგრძელებს. ამ შესწორების მიხედვით ყაზახეთის პირველ პირს ”ნაციის ლიდერის” სტატუსი მიენიჭება და შესაძლებელი გახდება მისი უფლებამოსილების გაგრძელება რეფერენდუმის შედეგად. 70 წლის ნაზარბაევი ყაზახეთს 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს. 7იანვარს მან დაბლობა პარლამენტის წინადადება რეფერენდუმის შესახებ, თუმცა დღევანდელი კენჭისყრით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო გადალახა. საინიციატივო ჯგუფმა 5 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა რეფერენდუმის ჩატარების მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG