Accessibility links

logo-print

ავღანეთიდან პაკისტანში ნასროლმა ჭურვებმა ხუთი ადამიანი მოკლა


პაკისტანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთიდან ნასროლმა ჭურვებმა, სულ ცოტა, ხუთი სამოქალაქო პირი მოკლა და რამდენიმე დაჭრა სასაზღვრო რეგიონში. ოფიციალური პირების ცნობით, ჭურვები ჩავარდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის რეგიონ ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე ერთ-ერთ სოფელში. ვარაუდობენ, რომ ჭურვები მეზობელ ავღანეთში მდებარე ხოსტის პროვინციიდან ისროლეს. ქაბულში ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ალიანსი განიხილავს ცნობებს ამ იერიშის შესახებ, თუმცა ჯერ არა აქვს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. შეერთებული შტატები ჩრდილოეთ ვაზირისტანს მიიჩნევს მთავარ საყრდენად ავღანეთში ნატოს ჯარებთან მებრძოლი ექსტრემისტებისთვის და პაკისტანს მოუწოდებს, დაიწყოს მათ წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია რეგიონში.
XS
SM
MD
LG