Accessibility links

logo-print

აშშ-ში გაიმართება ჰოლბრუკისადმი მიძღვნილი ცერემონია


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი არიან უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც დაესწრებიან ამერიკელ დიპლომატ რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას. ჰოლბრუკი 13 დეკემბერს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში. ცერემონიაზე მოელიან ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს. ჰოლბრუკის ბოლო თანამდებობა იყო ობამას ადმინისტრაციის წარგზავნილი ავღანეთსა და პაკისტანში.
XS
SM
MD
LG