Accessibility links

logo-print

ბელორუსიამ ევროკავშირის წევრები დაადანაშაულა გადატრიალების მზადებაში


ბელორუსიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პოლონეთი და გერმანია დაადანაშაულა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობის დამხობის მცდელობაში, დეკემბერში ბელორუსიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური გაზეთი „სოვეტსკაია ბელორუსია“ დღევანდელ ნომერში წერს, რომ პრეზიდენტის დამხობის გეგმა გერმანიის და პოლონეთის საიდუმლო სამსახურებმა შეიმუშავეს და პოლონეთმა ოპოზიციის აქტივისტები გაწვრთნა. გაზეთის ცნობით, ორგანიზატორები, ტექნოლოგია და ფული გაიგზავნა ბელორუსიაში ამ მიზნის მისაღწევად. ბელორუსიაში დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი მკაცრად აკრიტიკებს ამ ქვეყანას ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო. ბელორუსიაში ასობით აქტივისტი დააპატიმრეს, მათ შორის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატები 19 დეკემბრის არჩევნებში.
XS
SM
MD
LG