Accessibility links

logo-print

ზურაბ ნოღაიდელი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის. მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრთა ნაწილის მიერ გასული წლის ბოლოს მოწვეული რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან ნოღაიდელის გადაყენების შესახებ, იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად ამ კვირაში დაარეგისტრირა. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა იუსტიციის სამინისტრო უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შექმნის ფორმალურად სხვა სახელწოდების, თუმცა, შინაარსობრივად იმავე პოლიტიკურ სტრუქტურას. დღესვე ნოღაიდელმა არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
XS
SM
MD
LG