Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი დიპლომატის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, რომელიც ვაშინგტონში, კენედის სახელობის ცენტრში გაიმართება. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ცერემონიაზე რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ სიტყვას წარმოთქვამს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი შარშან, დეკემბერში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG