Accessibility links

logo-print

ლტოლვილთა სამინისტრო კორუფციაში დაადანაშაულეს


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კორუფციაში დაადანაშაულეს კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა. თბილისში, გაეროს ოფისთან დღეს გამართულ ბრიფინგზე ამ პარტიების წევრებმა გამოაქვეყნეს ფოტომასალა, რომელიც მათი განცხადებით, ადასტურებს, რომ წითელი ჯვრის ეგიდით მიღებული და უკვე ვადაგასული ჰუმანიტარული ტვირთი სამინისტროში ინახება და დევნილებისთვის არ გადაუციათ. გაეროს ოფისთან იმყოფებოდნენ დევნილებიც, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარების პროცესის მეთვალყურეობა გაეროს წარმომადგენლებს სთხოვეს.
XS
SM
MD
LG