Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი სანაკოევისა და ძმები ქარქუსოვების დასჯას მოითხოვს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი ამავე რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლების ვლადიმერ სანაკოევისა და ძმები ქარქუსოვების დასჯას მოითხოვს. სააგენტო ”რესის” ცნობით, საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე ოსური პარლამენტის წევრებმა დაუშვებელი უწოდეს იმას, რომ სამშობლოს ღალატში ბრალდებული ქარქუსოვები და სანაკოევი ამჟამად თავს აფარებენ რუსეთს და იქიდან აცხადებენ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სხდომაზე მიწვეულმა ელდარ კოკოევმა, რომელიც დე ფაქტო გენერალური პროკურორის მოადგილეა, დეპუტატებს განუმარტა, რომ სანაკოევი და ქარქუსოვები რუსეთის მოქალაქეები არიან და მათი ექსტრადიციის მოთხოვნას აზრი არა ექნება. ამასთან, კოკოევის თქმით, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პროკურატურების თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება, რათა ალტერნატიული მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების სისხლის სამართლებრივი დევნა თავად რუსეთში დაიწყოს.
XS
SM
MD
LG