Accessibility links

ევროკომისია საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს


ევროკომისია აპირებს წელს საქართველოს გაუწიოს 46 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დაპირებული 500-მილიონიანი დახმარების ნაწილი იქნება. ევროკომისია განმარტავს, რომ წელს გასაცემი თანხა საქართველოს დაეხმარება საგარეო ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში. ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ დახმარება დამოკიდებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შესრულებასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნდა შეთანხმდეს. ევროკომისიის წინადადება 46 მილიონი ევროთი საქართველოს დახმარების შესახებ, უნდა განიხილონ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.
XS
SM
MD
LG