Accessibility links

logo-print

1 მაისს გაიმართება იოანე პავლე II-ის ნეტარად შერაცხვის ცერემონია


ვატიკანის განცხადებით, 1 მაისს გაიმართება ამჟამინდელი პაპის წინამორბედის, იოანე პავლე II-ის ნეტარად შერაცხვის ცერემონია. რომის კათოლიკურ ეკლესიაში ნეტარად შერაცხვა არის გადამწყვეტი ეტაპი წმინდანად შერაცხვამდე. 1 მაისისთვის დაგეგმილ ცერემონიაზე, რომელსაც თვით პაპი ბენედიქტე XVI გაუძღვება, ათასობით მორწმუნის შეკრებას მოელიან. იოანე პავლე II - პირველი პოლონელ პაპი, რომელიც ბევრს მოგზაურობდა და საქართველოშიც იყო ნამყოფი - 2005 წელს გარდაიცვალა კათოლიკური ეკლესიის სათავეში 27-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG