Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში 500-ს აღწევს სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი


ბრაზილიაში 500-მდე ადამიანი დაიღუპა წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად. ოფიციალური პირების განცხადებით, საქმე ეხება ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ბრაზილიის ისტორიაში. პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ჟურნალისტებს რიო დე ჟანეიროში განუცხადა, რომ მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და მთავრობა იზრუნებს პრევენციულ ზომებზეც. „ჩვენ ვიმუშავებთ შტატის მთავრობასთან და ადგილობრივ საკრებულოებთან ერთად სამაშველო და სარეკონსტრუქციო პროცესის ჩატარებისას, მაგრამ, როგორც გუბერნატორმა მითხრა ჩვენი დღევანდელი შეხვედრისას, მივმართავთ პრევენციულ ზომებსაც. ჩვენ აქ ვართ, რათა უზრუველვყოთ, რომ რეკონსტრუქცია იმავდროულად პრევენციის ზომა იყოს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი რიო დე ჟანეიროს შტატში,“ - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. რიო დე ჟანეიროს ჩრდილოეთით მდებარე სერანის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 480-ზე მეტი ადამიანი. შიშობენ, რომ მეტ მსხვერპლს იპოვიან, როცა მაშველები ჩააღწევენ რაიონებში, რომლებიც გარე სამყაროს არიან მოწყვეტილი გზებისა და ხიდების განადგურების შედეგად.
XS
SM
MD
LG