Accessibility links

logo-print

ავღანეთში შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა


ავღანეთში შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში მოხდა. პროვინციის პრეს-მდივან მოჰამად იან რასულიარის განცხადებით, შვიდივე სამოქალაქო პირი აფეთქებამდე თალიბანს ჰყავდა დატყვევებული. ისინი გაათავისუფლეს და ზაბულის პროვინციის დედაქალაქის გზაზე დახოცეს. ავღანეთში მეამბოხეები ხშირად იყენებენ გზის პირას ჩადებულ ბომბებს ავღანელი და უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხშირად სამოქალაქო პირები იღუპებიან ასეთი ბომბების აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG