Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში იწყება უცხოელი დიპლომატების ვიზიტი ბირთვულ ობიექტებზე


ირანში დღეს იწყება უცხოელი დიპლომატების ვიზიტი რამდენიმე ბირთულ ობიექტზე. ტურნეში არ მონაწილეობენ წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ზოგმა - რუსეთმა, ჩინეთმა და ევროკავშირმა - უარი თქვეს წარმომადგენლების გაგზავნაზე, ხოლო შეერთებული შტატების და მისი დასავლელი მოკავშირეების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები ირანს, როგორც ჩანს, არ მიუწვევია. გავრცელებული ინფორმაციით, ტურნეში მონაწილეობაზე უარი თქვეს თურქეთმა და ბრაზილიამაც. ტურნე ითვალისწინებს ვიზიტს ნატანცის ურანის გადამამუშავებელ საწარმოში და არაკის რეაქტორზე, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დასრულებულა. როგორც იუწყებიან, ეგვიპტე, ვენესუელა, კუბა და სირია მიეკუთვნებიან ქვეყნებს, რომლებიც ტურნეში მონაწილეობას დათანხმდნენ. დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვული ობიექტების დათვალიერება გაეროს შესაბამისი უწყების - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს კომპეტენციაში შედის.
XS
SM
MD
LG