Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BP-ი და „როსნეფტი“ შეთანხმდნენ აქციების ნაწილის გაცვლაზე


ენერგოკომპანიები „ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) და „როსნეფტი“ შეთანხმდნენ აქციების ნაწილის გაცვლაზე, არქტიკის, როგორც ვარაუდობენ, უზარმაზარი ენერგორესურსების ერთად ათვისების პროექტის ფარგლებში. ორი გიგანტური კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პარასკევს საღამოს გამოაცხადეს, რომ „როსნეფტი“, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარება, „ბრიტიშ პეტროლიუმის“ აქციების ხუთ პროცენტს მიიღებს, რის სანაცვლოდაც „ბრიტიშ პეტროლიუმი“ მოიპოვებს „როსნეფტის“ აქციების 9,5 პროცენტს. კომპანიების განცხადებით, ისინი აპირებენ რუსეთის არქტიკის კონტინენტური შელფის ექსპლუატაციას. ამ რეგიონში ექსპერტები მილიარდობით ბარელი ნავთობის და გაზის რესურსებს ვარაუდობენ. შეთანხმებას მიესალმნენ რუსეთის და ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები, მაგრამ კრიტიკული შეფასება გამოითქვა შეერთებულ შტატებში. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, კონგრესმენი ედუარდ მარკი გამოვიდა მოწოდებით, განიხილონ, რას მოასწავებს BP-ის და „როსნეფტის“ გარიგება რაიმე შედეგებს შეერთებული შტატების ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის. BP-ი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ერთ-ერთი მთავარი ენერგომომმარაგებელია.
XS
SM
MD
LG