Accessibility links

ტუნისში ჯარისკაცები პატრულირებენ


ტუნისში ჯარისკაცები პატრულირებენ ღამით მაროდიორობის ბევრი შემთხვევის, მანამდე კი ტუნისის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ. მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ ტუნისში ხანძარმა გაანადგურა რკინიგზის მთავარი სადგური, გაიძარცვა ბევრი მაღაზია. დამხობილი პრეზიდენტი ზინე ელ-აბიდინე ბენ ალი და მისი ოჯახი წუხელ ჩავიდნენ საუდის არაბეთში, ტუნისში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების და არეულობის შემდეგ. უფლებადამცავი ორგანიზაციების ინფორმაციით, დემონსტრაციების დარბევისას 70-მდე ადამიანი დაიღუპა. ტუნისის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას პრემიერ-მინისტრი მუჰამედ განუში შეუდგა, რითაც ბოლო მოეღო პრეზიდენტ ბენ ალის 23-წლიან მმართველობას. ამასობაში, ტუნისის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ასრულებდეს და არა პრემიერ-მინისტრი. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა აგრეთვე, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა არაუგვიანეს 60 დღეში.
XS
SM
MD
LG