Accessibility links

logo-print

პაკისტანში 17 ადამიანი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა 17 ადამიანი დახოცეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. ქალაქის პოლიციის უფროსის, ფაიაზ ლეღარის განცხადებით, როგორც ჩანს, მიზანმიმართული ოპერაცია სამი დღე გაგრძელდა. მის მხვერპლთა შორის ადგილობრივი ტელეჟურნალისტიც არის. ანალიტიკოსებისა და უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლების შეფასებით, კარაჩიში ძალადობის ბოლო ტალღის მთავარ მიზეზებს შორის არის ორ წამყვან პარტიას შორის დაპირისპირება. ეს პარტიები - მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობა და ავამის ეროვნული პარტია - პაკისტანის მმართველი კოალიციის წევრები არიან.
XS
SM
MD
LG