Accessibility links

logo-print

ირანმა ორი ბირთვული ობიექტის კარები გაუღო უცხოელ დიპლომატებს


ირანმა დღეს ორი ბირთვული ობიექტის კარები გაუღო უცხოელ დიპლომატებს, თუმცა, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ნაწილმა უარი თქვა ვიზიტში მონაწილეობაზე, ნაწილი კი ირანს არ მიუწვევია. ორდღიანი ტურნე ითვალისწინებს დიპლომატების ვიზიტს არაკის რეაქტორზე და ურანის გადამამუშავებელ მთავარ საწარმოზე ნატანცში. ორივე ობიექტი ცენტრალურ ირანში მდებარეობს. ევროკავშირმა უარი თქვა ობიექტების დათვალიერებაზე, განაცხადა რა, რომ გაეროს შესაბამისი უწყების ექსპერტების და არა დიპლომატების კომპეტენციაში შედის ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმება. რუსეთის შეფასებით, ირანში მიწვევა „ყურადღებას იმსახურებს“, თუმცა ვერ შეცვლის ბირთვული ობიექტების შემოწმებას გაეროს შესაბამისი უწყების ექსპერტების მიერ.
XS
SM
MD
LG