Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა ვაშინგტონში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა ვაშინგტონში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას. თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ობამას და სააკაშვილის საუბარს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც შეუერთდა. მანამდე სამივე ლიდერი დაესწრო ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, რიჩარდ ჰოლბრუკისადმი მიძღვნილ ცერემონიას. ჰოლბრუკი დეკემბერში გარდაიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვაშინგტონში ცერემონიაზე ჩასვლის და ჰოლბრუკისთვის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული ჯილდოსთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ძალისხმევა ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის ზრდის მიმართულებით. განიხილეს აგრეთვე „კავკასიაში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები“ და მრავალეროვანი ძალების მუშაობა ავღანეთში, სადაც საქართველო თითქმის 1000-კაციანი სამხედრო კონტინგენტით არის წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG