Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვი ციხიდან გაათავისუფლეს


რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ნემცოვი ციხიდან გამოუშვეს 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ, რომელიც მისჯილი ჰქონდა უსანქციო ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობისას მისი დაკავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ნემცოვი 120-მდე ადამიანთან ერთად დააკავეს 31 დეკემბერს, როცა ოპოზიციის აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა საპროტესტო აქციები გამართეს მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში. დემონსტრაციები პოლიციამ დაარბია. დღესვე გაათავისუფლეს ოპოზიციონერი ედუარდ ლიმონოვი.
XS
SM
MD
LG