Accessibility links

logo-print

ინდოეთში მასობრივმა ჭყლეტამ 100-ზე მეტი მლოცველი შეიწირა


ინდოეთში 100-ზე მეტი მლოცველი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა ინდუისტური დღესასწაულის დროს მომხდარი მასობორივი ჭყლეტის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგიკული ინციდენტი პარასკევს საღამოს მოხდა, როცა მლოცველების ბრბო, როგორც ჩანს, პანიკამ მოიცვა კერალის შტატის მთიან რეგიონში მომხდარი ავტოავარიის შემდეგ. ორთვიანი დღესასწაული, რომელიც ყოველ წელს იმართება, მილიონობით მლოცველს იზიდავს სამხრეთ ინდოეთში მდებარე აიაპანში. პარასკევი ამ ინდუისტური ზეიმის ბოლო დღე იყო.
XS
SM
MD
LG