Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში მატულობს არეულობის მსხვერპლთა რიცხვი


ტუნისში მატულობს არეულობის მსხვერპლთა რიცხვი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა ზინ ელ აბიდინ ბენ ალიმ. ჯარისკაცები და ტანკები არიან განთავსებული დედაქალაქ ტუნისში წესრიგის აღსადგენად და საგანგებო მდგომარეობის წესების დასაცავად. ვრცელდება ასევე ცნობები ძარცვის და სროლის შესახება. როგორც იუწყებიან, ათობით პატიმარი დაიღუპა ტუნისის ორ ციხეში არეულობისას. მარტო ზღვისპირა ქალაქ მონასტირის ციხეში, ტუნისის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობია, 42 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად. დამხობილი პრეზიდენტი ბენ ალი, რომელიც 23ი წელი იდგა ხელისუფლების სათავეში, საუდის არაბეთში ჩავიდა ტუნისში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე ფუად მებაზაა. ტუნისის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო არჩევნები 60-დღიან პერიოდში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG