Accessibility links

logo-print

მარინ ლე პენი საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერად აირჩიეს


საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალურმა ფრონტმა“ ახალ ლიდერად აირჩია მარინ ლე პენი. ის შეცვლის საკუთარ მამას ამ პოსტზე, ჟან-მარი ლე პენს, რომელიც გადადგა პარტიის თავმჯდომარედ თითქმის 40 წელი მუშაობის შემდეგ. 2002 წელს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა სენსაციური წარმატება მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლით. მისი ქალიშვილის, 42 წლის მარინ ლე პენის განცხადებით, მას სურს, ქსენოფობიის იმიჯი მოაშოროს „ნაციონალურ ფრონტს“.
XS
SM
MD
LG