Accessibility links

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ისრაელმა გამოსცადა კომპიუტერული ვირუსი „სტაქსნეტი“


შეერთებული შტატების მედიის ცნობით, ისრაელის ერთ-ერთ ობიექტზე დასაქმებული ექსპერტებიც მონაწილეობდნენ კომპიუტერულ ვირუს „სტაქსნეტის“ გამოცდაში, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ირანის ბირთვული ცენტრიფუგების საბოტაჟი და შეასუსტა ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის პოტენციალი. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, კიბერ სივრცეში გაჩენილი ახალი ვირუსი „სტაქსნეტი“, სავარაუდოდ შეიქმნა, როგორც ამერიკა-ისრაელის პროექტი, ირანის ბირთვული პროგრამისთვის საბოტაჟის მოსაწყობად. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ ვირუსი დაფიქსირდა ისრაელში, ნეგევის უდაბნოში მდებარე დიმონის კომპლექსში, რომლის დასაცავადაც უშიშროების მკაცრ ზომებს მიმართავენ. ირანის ცენტრიფუგები ბოლოხანს ხშირად ფუჭდება და ექსპერტები რახანია, ვარაუდობენ, რომ ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ შესაძლოა, მიმართული იყოს კიბერ შეტევა სწორედ "სტაქსნეტის" გამოყენებით. შეერთებული შტატები და ისრაელი უარს ამბობენ ოფიციალურ კომენტარზე „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG