Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება უცხოელი დიპლომატების ვიზიტი ირანის ბირთვულ ობიექტებზე


ირანში გრძელდება უცხოელი დიპლომატების ტურნე ბირთვულ ობიექტებზე. დღეს დიპლომატებმა დაათვალიერეს ნატანცის საწარმო. მასში გამდიდრებულ ურანს ამზადებენ, ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მიუხედავად. შაბათს დიპლომატები არაკში მდებარე ბირთვულ ობიექტზე იყვნენ მისული. მათი ტურნე წინ უსწრებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო მოლაპარაკებას, რომელსაც მომავალი კვირის მიწურულს სტამბოლი უმასპინძლებს. გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხი წყება სანქციები აქვს შემოღებული ირანის წინააღმდეგ, ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღებაზე მისი უარის გამო. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG