Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ცდილობენ ახალი კოალიციური მთავრობის შექმნას


ტუნისის წამყვანი პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებას აწარმოებენ ეროვნული თანხმობის მთავრობის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზინ ალ-აბიდინ ბენ ალიმ ქვეყანა დატოვა და ბოლო მოეღო მის 23-წლიან ავტორიტარულ მმართველობას. ბენ ალი და მისი ოჯახი საუდის არაბეთში ჩავიდნენ, ტუნისში რამდენიმეკვირიან საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაც, ტუნისის კონსტიტუციის შესაბამისად, 60-დღიან პერიოდში უნდა ჩატარდეს, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ფუად მებაზა, პარლამენტის თავმჯდომარე. ის გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ახალი კოალიციური მთავრობა. დღეს ტუნისში შედარებით მშვიდი ვითარებაა, თუმცა დედაქალაქში მაინც ისმის ხოლმე სროლის ხმა. წინა დღე-ღამის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული ძალადობა. როგორც იუწყებიან, ათობით პატიმარი დაიღუპა ორ ციხეში არეულობისას.
XS
SM
MD
LG