Accessibility links

სტრასბურგში იმსჯელებენ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე


ორშაბათს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში გაიმართება მოსმენა და დისკუსია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მოისმენენ ინფორმაციას ამჟამინდელ ვითარებაზე, რაც ჰუმანიტარულ ასპექტებსაც ეხება, სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ პროცესის პერსპექტივებსა და ასამბლეის სამი რეზოლუციის (2008 და 2009 წლებში მიღებული რეზოლუციების) განხორციელებაზე. საქართველო-რუსეთის ომის შედეგებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში, რომელიც 17 იანვარს, ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე (თბილისში 12 საათზე) იწყება, მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. ევროსაბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ამ ინფორმაციით, დისკუსია პრესისთვის დახურული იქნება.
XS
SM
MD
LG