Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელმა დიპლომატებმა ირანის ორი ბირთვული ობიექტი დაათვალიერეს


უცხოელმა დიპლომატებმა კვირას ნატანცის საწარმო დაათვალიერეს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ვიზიტის მეორე დღეს. ნატანცის საწარმოში გამდიდრებულ ურანს ამზადებენ, ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მიუხედავად. ტურნეს პირველ დღეს, შაბათს, დიპლომატები, რომელთა შორისაც ალჟირის, ეგვიპტის, სირიის, კუბისა და ვენესუელის წარმომადგენლები არიან, არაკში მდებარე ბირთვული ობიექტი დაათვალიერეს. ირანში მიწვევის მიუხედავად, ტურნეში მონაწილეობაზე უარი თქვეს რუსეთმა, ჩინეთმა და ევროკავშირმა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩის, ალი ასღარ სოლტანიეს განცხადებით, ტურნე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მორიგ საერთაშორისო მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება, აჩვენებს, რამდენად გამჭვირვალეა ირანის ბირთვული პროგრამა. მომავალი კვირის ბოლოს სტამბოლში გაიმართება მოლაპარაკება, ირანთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი სახელმწიფოსა და გერმანიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG