Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი: ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერის ძებნა არ შეწყვეტილა


ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, სეპარატისტების მეთაურის, დოკუ უმაროვის ძებნა არ შეწყვეტილა. კადიროვმა ეს განცხადება გააკეთა მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ უმაროვი შესაძლოა, ცოცხალი აღარ იყოს. კადიროვის თქმით, არ არსებობს უმაროვის სიკვდილის იურიდიული მტკიცებულებები. რუსეთში უმაროვი იძებნება ტერორიზმში, მკვლელობებში, ძარცვაში და ადამიანების მოტაცებაში ბრალდებების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG