Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა ოპოზიციის ლიდერების მხარდამჭერი აქცია


მოსკოვის ცენტრში გაიმართა აქცია ოპოზიციის ლიდერების ადმინისტრაციული დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, აქციაში მონაწილეობდა 100-მდე ადამიანი, მათ შორის მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი, კონსტანტინ კოსიაკინი. საპროტესტო აქციაზე არ მისულან ოპოზიციონერები ბორის ნემცოვი და ედუარდ ლიმონოვი, რომლებიც წინა დღეს, შაბათს გაათავისუფლეს ციხიდან, 15-დღიანი პატიმრობის შემდეგ. მათ განაცხადეს, რომ შეუძლოდ არიან. მოსკოვის ცენტრში კვირას გამართული აქცია სანქცირებული იყო.
XS
SM
MD
LG