Accessibility links

logo-print

ეჰუდ ბარაქი ლეიბორისტულ პარტიას ტოვებს


ისრაელის მედიის ცნობით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ეჰუდ ბარაქი პარტიას ტოვებს და პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს. ბარაქს ისრაელის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია. ლეიბორისტული პარტია მმართველ კოალიციაში სიდიდით მესამეა. ბარაქის ნაბიჯი მოჰყვა ლეიბორისტული პარტიის სხვა ლიდერების მოწოდებას მმართველი კოალიციის დატოვების შესახებ იმის გამო, რომ პალესტინელებთან მოლაპარაკებებს მშვიდობის დამყარებაში პროგრესი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG