Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისს ახალი მთავრობა ეყოლება


ტუნისში დღის ბოლოს ეროვნული ერთობის მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდება. ამ ფაქტს პრემიერ-მინისტრი მუჰამად განუში „ტუნისში ისტორიის ახალი ერის დაწყებად“ მიიჩნევს მას შემდეგ, რაც ქვეყანა 23-წლიანი მმართველობის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა, ზინ ელ აბიდინ ბენ ალიმ, დატოვა. როგორც იუწყებიან, სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერები აპირებენ ეროვნული ერთობის მთავრობაში მუშაობას. ამასთანავე, ტუნისში ვითარება კვლავაც დაძაბული რჩება. კვირა საღამოს დევნილი პრეზიდენტის უსაფრთხოების ძალებსა და ქვეყნის სპეცდანიშნულების ნაწილებს შორის შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG