Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტის ყოფილი დიქტატორი სამშობლოში დაბრუნდა


ჰაიტის ყოფილი დიქტატორი ჟან-კლოდ დიუვალიე, მეტსახელად „ბეიბი დოკი“ 25-წლიანი დევნილობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. დიუვალიეს განცხადებით, მისი მიზანია აღმშენებლობაში დაეხმაროს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას. სახალხო მღელვარებისა და შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის შემდეგ, დიუვალიემ ჰაიტი 1986 წელს დატოვა და საფრანგეთში ჰპოვა თავშესაფარი. მას და მის მომხრეებს კორუფციაში, პოლიტიკურ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების ხელყოფაში ედებოდათ ბრალი. მაშინ 20 წლის დიუვალიე, რომელმაც ხელისუფლება მამისაგან გადაიბარა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო
XS
SM
MD
LG