Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ამერიკულ იარაღთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსული გაზეთის, ”კომერსანტის”, მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასული კვირის ბოლოს ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება სთხოვა, მაგრამ ამ ეტაპზე უარი მიიღო. თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულად იმ საკითხზე, რომლის შესახებაც ”კომერსანტი” წერს, საუბარი არ ყოფილა. კალანდაძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისას განიხილებოდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული საკითხები, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა და უსაფრთხოება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სასიხარულო უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა ობამამ აშშ-ის უშიშროების საბჭოს დაავალა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დასმული საკითხებისადმი.
XS
SM
MD
LG