Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს „მოსმენაში“ არ მონაწილეობს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივით, პარიზში, დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე. შეხვედრას, რომელშიც ევროსაბჭოს მაღალჩინოსნების გარდა, ევროკავშირის, ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ, საქართველოს დელეგაცია არ ესწრება. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მამუკა ჟღენტმა, რადიო თავისუფლებას დღეს განუმარტა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც აგვისტოს ომის შესახებ დღემდე არაერთი რეზოლუცია დაამტკიცა და ვითარება რეალურად ასახა, საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. მამუკა ჟღენტის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციათა შესრულება დღეს უკვე სხვა ორგანიზაციებსა და ფორმატებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჟღენტის თქმით, საქართველოს დელეგაციამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მონაწილეობა მოსმენაში, რომელიც რეალურად ვერაფერს შეცვლის.
XS
SM
MD
LG