Accessibility links

logo-print

ესტონეთი ბელორუსულ საიტებს დახმარებას ჰპირდება


ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის კიბერ ექსპერტული დახმარება შესთავაზოს ბელორუსიის ოპოზიციურ პარტიებს, რათა დაიცვან საკუთარი საიტები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა გამარტივდეს ბელორუსიის მოქალაქეთათვის ესტონეთში შესვლის პროცედურები და შესთავაზონ სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო სწავლის შესაძლებლობა აკრძალული აქვთ საკუთარ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG