Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა მთიან ყარაბაღში


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო ძალებმა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 21 წლის ჯარისკაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც სომხეთის ძალებმა ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ზონის მახლობლად, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის 1994 წლიდან მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გასულ წელს რამდენჯერმე დაირღვა, რის გამოც ორივე მხარეს 20 ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG