Accessibility links

logo-print

ტუნისში მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოაცხადეს


ტუნისის დროებითმა ლიდერებმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოაცხადეს - მას შემდეგ, რაც სახალხო აჯანყებამ ავტორიტარული მმართველის, ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის ჩამოგდება მოიტანა. ახალი შემადგენლობის თანახმად, თანამდებობას ინარჩუნებს პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ღანუში - ისევე როგორც კიდევ რამდენიმე მინისტრი. მთავრობაში სამი ოპოზიციონერი ლიდერი შევა. გაუქმდება ინფორმაციის სამინისტრო. ეს სიახლეები ორშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე თავად ღანუშიმ გამოაცხადა. მან დასძინა, რომ მთავრობა გამოიძიებს ყველა იმ პირის ქმედებებს, ვინც კორუფციაშია ეჭვმიტანილი და ვინც ბენ ალის მმართველობის დროს დიდი კაპიტალი დააგროვა. ორშაბათს, უფრო ადრე, ქვეყნის დედაქალაქში პოლიციამ დაშალა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც ჩამოგდებული პრეზიდენტის პარტიისგან ძალაუფლების საერთოდ დათმობას მოითხოვდნენ. ტუნისში ვითარება დაძაბული რჩება. კვირას ღამით საპრეზდიენტო სასახლესთან სპეცდანიშნულების ძალებს შეტაკება მოუხდათ ჩამოგდებული პრეზიდენტის ერთგულ უშიშროების ძალებთან. იყო სროლა.
XS
SM
MD
LG