Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილმა ბანკირმა ”ვიკილიკსს” საბანკო მონაცემები გადასცა


ყოფილმა შვეიცარელმა ბანკირმა ”ვიკილიკსს” გადასცა საბანკო მონაცემები, როგორც მან თქვა, შეძლებული ბიზნესმენების და კანონმდებლების მცდელობის დასტურად, თავი აარიდონ გადასახადებს. ბანკ „იულიუს ბერის“ ყოფილმა თანამშრომელმა, რუდოლფ ელმერმა განაცხადა, რომ საბანკო ანგარიშების მფლობელებს შორის არიან „მაღალი დონის“ გამოჩენილი პირები, ბიზნესლიდერები, კანონმდებლები, აშშ-იდან, ბრიტანეთიდან, ასევე აზიიდან. ”ვიკილიკსის” დამაარსებელმა, ჯულიან ასანჟმა შეაქო ყოფილი ბაკირის ქმედება, რათა გამომზეურდეს საფინანსო მრეწველობის ბნელი პრაქტიკა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ელმერის მიერ გადაცემული დოკუმენტების გამოქვეყნებას დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG